პირადი შეტყობინებების წასაკითხად , გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.
ახალი შეყობინების გაგზავნა

გამოკითხვა

რომელი რელიგიის მიმდევარი ხართ?













Partners

The Out Campaign: Scarlet Letter of Atheism

სტატისტიკა

წევრები : 21
შიგთავსი : 71
ვებ ბმები : 7
შიგთავსის რაოდენობა : 6789

ის, ვინც ცხოვრობს იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, სახიფათოა ამქვეყნიურ ცხოვრებაში. რ. ინგერსოლი

You are here:   Home

როდის , რატომ და როგორ შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში?

პარასკევი, 27 იანვარი 2012 19:57 ადმინისტრატორი
ბეჭდვა PDF

არმაზი. ლადო გუდიაშვილი - Lado Gudiashvili, 1949 წ.

ვასილ ბარნოვი – Vasil Barnov (1856-1934)

ვახტანგ ინაური – “არმაზის მსხვრევა – ქრისტიანობის დასაწყისი”

ქართლის მოქცევის ამსახველი წყაროები უშუალოდ ქრისტიანობის გავრცელების ფაქტებს გადმოსცემენ და ჯიუტად სდუმან იმ ეროვნულ ტკივილებზე, რაც თან ახლავს ახალი სარწმუნოების მიღებას, ახალი ღმერთის აღიარებას, ძველი რწმენის დავიწყება და ახალზე გადასვლა მოითხოვს სულიერი და მატერიალური კულტურის, ზნე-ჩვეულებებისა და ტრადიციების გარდაქმნას. IV საუკუნის საქართველოში ფარული თუ აშკარა ჭიდილის შემდეგ დადგა ეს საბედისწერო დღე. ამ მოვლენას ასახავს _ ,,წმინდა ნინოს ცხოვრება» და ,,ქართლის მოქცევა»,რომელთა სიუჟეტი გამოიყენა ვასილ ბარნოვმა რომანში ,,არმაზის მსხვრევა», მაგრამ ძველი ავტორისაგან განსხვავებით ქართლის მოქცევა ეროვნულ-პოლიტიკურ პრობლემებთან უშუალო კავშირში გააშუქა და სულ სხვა ლიტერატურულ-ისტორიული მასშტაბები მისცა.

რომანში გაშუქებული ეროვნულ-სარწმუნოებრივი ორიენტაციის პრობლემა ძირითადად სამ პლანში წყდება, მხატვრული კონტრასტი იქმნება სამი ურთიერთმებრძოლი მხარის დაპირისპირების ფონზე, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ ეროვნულ-სარწმუნოებრივი საკითხის სამ მიმართულებას: ერთ მხარეს წარმოადგენენ სპარსული ორიენტაციის მიმდევარნი, მეორეს ქრისტიანულ-ბიზანტიური და მესამეს ქართულ-ეროვნული დამოუკიდებლობის ციშუბითრიშანის მომხრეები.

ბოლოს განახლდა ( პარასკევი, 27 იანვარი 2012 21:33 )
 

სამყაროს წარმოშობა - სტივენ ჰოკინგი

სამშაბათი, 24 იანვარი 2012 20:59 ადმინისტრატორი
ბეჭდვა PDF


origin of the universe expansion„ თუ ღმერთის არ გწამთ, მაშინ მითხარით ვინ შექმნა სამყარო?“ ეს არის ყველაზე ხშირად დასმული კითხვა რელიგიური ხალხისგან. ამ კითხვას არამხოლოდ ფუნდამენტალისტები არამედ რეგულარული მეინსტრიმ მორწმუნეებიც სვავენხოლმე. ხშირ შემთხვევაში ეს თეისტები ამტკიცებენ რომ მეცნიერებას აქვს მტკიცებულება უძრავი მძვრელის არსებობის - ღმერთის არსებობის კოსმოლოგიური არგუმენტი ,  რომელიც გულისხმობს იმას, რომ ამ მოწესრიგებულ, ჰარმონიულ, მშვენიერ სამყაროს აუცილებლად ჰყავს ის არქიტექტორი, რომელმაც ასე შექმნა იგი და თუ არსებობს ყოფიერება, აუცილებლად არსებობს მისი შემოქმედი.

ისინი ვინც ცდილობენ რომ გამოიყენონ მეცნიერება ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად, როგორც ჩანს არც ისე კარგად ესმით მეცნიერება. ჯერ დოგმატური დასკვნის მიღება, რომ ღმერთი არსებობს და ამის შემდეგ მტიცებულებების ძებნა და ამ უკვე მიღებულ დასკვნაზე მორგება , სრულიად ეწინააღმდეგება მეცნიერების პრინციპებს. მეცნიერება მუშაობს პირიქით, თავიდან იწყებს დაკვირვებით, მტკიცებულებების შეგროვებით და შემდეგ გამოაქვს დასკვნები. რაც მთავარია ეს დასკვნები ყოველთვის ღიაა გადახედვისათვის. ახალი მტკიცებულებების აღმოჩენის და  განმეორებითი ცდებით გადამოწმების შემდეგ, იგი შეიძლება შეიცვალოს უკეთესი ვარიანტით ან საერთოდ უარყოფილ იქნას. ხოლო ნებისმიერი დოგმა, რომელსაც ღებულობს რელიგია არის საბოლოო დასკვნა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ყველაფერი რაც ეწინააღმდეგება და აბსურდულს ხდის ამ დოგმურ დასკვნებს ითვლება ავტომატურად მცდარად. მაგალითად უამრავი მტკიცებულებებით და ცდებით დადასტურებული და მეცნიერულად დადგენილი სამყაროს ასაკი,  რომელიც მილიარდობით წელია , აბსურდულად  ითვლება მაგ. მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, რომლებიც თვლიან  რომ სამყარო სულ რაღაც 6-7 ათასი წლისაა. ხოლო ერთერთმა ქრიატიანმა არქიეპისკოპოსმა  ჯეიმს აშერმა(James Ussher) გამოითვალა ზუსტი თარიღი სამყაროს შექმნის -- დილის 9 საათი 23 ოქტომბერი 4004 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

ბოლოს განახლდა ( პარასკევი, 27 იანვარი 2012 19:55 )
 

ბიბლიური მორალით წრთვნა ბირთვული ომისთვის შეჩერებულია

ოთხშაბათი, 23 ნოემბერი 2011 19:02 ადმინისტრატორი
ბეჭდვა PDF

nuclear war bible training CNN აცხადებს რომ ამერიკის საჰაერო ძალებმა შეწყვიტეს 2 დეკადის განმავლობაში მიმდინარე პროგრამა ,რომელიც მდგომარეობდა ბირთვული რაკეტის გამშვები ოფიცრების ტრენინგში . სწავლება შეიცავდა ეთიკისა და მორალის განხილვას, რომლის დროსაც ფსიქოლოგიურად ამზადებდნენ ბირთვული რაკეტის გამშვებებს და ასწავლიდნენ რომ ბიბლიის მიხედვით ომი კარგია.

43 გვერდიანი პრეზენტაციიდან სლაიდების უმრავლესობა შეიცავდა ქრისტიანულ ხედვას ომის შესახებ, რომელებზეც ნაჩვენები იყო სხვადასხვა წმინდანები როგორიცაა წმინდა აუგუსტინი და სხვადასხვა ციტატები ბიბლიიდან.

ბოლოს განახლდა ( ხუთშაბათი, 24 ნოემბერი 2011 03:49 )
 

შეიძლება ბიბლიური კრეაციონიზმის ალეგორიულად გაგება?

ორშაბათი, 28 ნოემბერი 2011 21:35 ადმინისტრატორი
ბეჭდვა PDF

dabadeba 1 კრეაციონიზმი ბიბლიაღმერთისთვის 1 დღე 1000 წელია , და 1000 წელი ერთი დღეა?!

განათლებული და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანების უმრავლესობა დღეს მსოფლიოში აცნობიერებს რომ კრაციონიზმის ბიბლიურ ვარიანტს არ გააჩნია არავითარი მეცნიერული საფუძვლები.

მოცემული სია შედგენილია  პირველრიგში მათთვის ვინც ირწმუნება რომ ბიბლიაში კრეაციონიზმი ალეგორიულად , გადატანითი მნიშვნელობითაა გადმოცემული , რომ ის იდეალურ ჰარმონიაშია მეცნიერებასთან, რომელთან ერთადაც სრულყოფილად ხსნის  სამყაროსა და სიცოცხლის წარმოქმნას დედამიწაზე. ის რომ იქ მოცემული ერთი დღე შეიძლება გავიგოთ როგორც ათასწლეულები, ან თუგინდ მილიონობით წლები.

ბოლოს განახლდა ( ოთხშაბათი, 04 იანვარი 2012 21:04 )
 

22.8 მილიონი საპატრიარქოსთვის 2012 წელს

სამშაბათი, 22 ნოემბერი 2011 01:00 ადმინისტრატორი
ბეჭდვა PDF

church-money-22800000-gel

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისევ 22.800 მილიონ ლარს მიიღებს.

საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, მიმდინარე წლის მსგავსად, შემდეგ წელსაც 22.800 მილიონი ლარი გამოეყოფა, თუკი პარლამენტმა წლის ბოლოს 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.

აღნიშნული 22.800 მილიონი ლარიდან, საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაწერილი საჭიროებების თანახმად, დაახლოებით 14 მილიონი ლარი სასულიერო განათლების ხელშეწყობის მიზნით დაიხარჯება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთლიანად 14 მილიონი ლარი განისაზღვრა  საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთვისაც.

საქართველოს საპატრიარქოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა სახსრებმა პიკს 2010 წელს მიაღწია– 25 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა 2011 წლიდან სახელმწიფომ დაფინანსება 22.800 მილიონ ლარამდე შეუმცირა.

იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის
–კონკორდატი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, გამოყოს საბიუჯეტო სახსრები საპატრიარქოსთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში საპატრიარქოსთვის გამოსაყოფი თანხა, წლების მანძილზე ბიუჯეტში მაინც აისახება.

ბოლოს განახლდა ( სამშაბათი, 22 ნოემბერი 2011 01:45 )
 


გვერდი 1 სულ 2